Samstag, 28. Februar 2015

მეშვიდე დღე


დღეს დავასრულეთ პროცედურები, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  ჩვენი პროექტისათვის შევქმენით შეფასების რუბრიკა; გავეცანით შეფასებების სისტემაში თუ  რა არის შეფასების ხვედრითი წონა, რაც საშუალებას მოგვცემს  პროექტებზე მუშაობის დროს გავაკეთოთ ობიექტური შეფასებები.
ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოვარგეთეთ პროექტს, ეს საშუალებას მოგვცემს  ობიექტურად მოვახდინოთ ყველა მოსწავლის შეფასება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ სპეციალური საჭიროების მქონე  მოსწავლეებისათვის სკალფოლდინგის მეტოდი, რაზედაც ვიმუშავებთ მომდევნო მეცადინეობაზე. 

Sonntag, 22. Februar 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დრეს ვიმუშავეთ პროცედურებზე, სავარაუდო ნაშრომებში ვნახეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ავტვირთეთ და დავდეთ ბლოგზე.   ვაგრძელებთ  პროცედურებზე მუშაობას.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



Samstag, 21. Februar 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

გავეცანით საავტორო უფლებებს, თუ როგორ ხდება დელეგირება, ეს  კი დაგვეხმარება მუშაობის პროცესში რომ არ დავუშვათ შეცდომები. გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. გადმოვიტანეთ ვიდეოები ბლოგზე, რაც  ძალიან საინტერესოა და უკეთესად შეგვეძლება ჩვენი სამუშაოს უფრო კარგად წარმოჩენა.  დავიწყე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია 

Sonntag, 8. Februar 2015

ტრენინგის მეორე დღე

                                                                                                                      ტრენინგის მეორე დღეს    შევქმენით ჩვენი gmail-ი, დავრეგისტრირდით  ბლოგზე, ბლოგზე ვისწავლეთ პოსტის გამოქვეყნება და კომენტარის გაკეთება, ბუკლეტის გვერდის გაკეთება შაბლონის  მიხედვით, სურათების  ჩასმა ბუკლეტში, წერილის გადაგზავნა ბლოგზე,  პორტფოლიოს დაარქივება  და დაარქივებული მასალის ჩვენს ბლოგზე გადაგზავნა ...

ტრენინგის პირველი დღე

   გავეცანით სახელმძღვანელოს,  მის მოდულებს სათითაოდ, გადმოვწერეთ პროექტის გეგმის შაბლონი და გავეცანით პროექტებს.                                                                                     სამუშაო მაგიდაზე სევქმენით პორტფოლიო, გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.