Samstag, 7. März 2015

მეცხრე დღე

მეცხრე დგეს  ყველა მონაწილემ წარვადგინეთ ჩვენ-ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, გავეცანით პროექტების მიზნებს, პროცედურებს და პროექტების მნიშვნელოვან მხარეებს. მომეწონა საკმაოდ  აქტუალურ თემაზე შედგენილი პროექტი  "ჯანსაღი კვება''. საინტერესო და მრავლის მომცველი მასალაა. 

Sonntag, 1. März 2015

მერვე დღე


სპეცილური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შევქმენით  სწავლების ნიმუში, რომელიც გამოგვადგება დიფერენცირებული სწავლების დროს.
ვისწავლეთ, ჩვენი პორტფოლიოს ბლოგზე დადება-ატვირთვა  google.drave-ში.
ბლოგზე გვერდების შექმნა და დამატება

Samstag, 28. Februar 2015

მეშვიდე დღე


დღეს დავასრულეთ პროცედურები, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  ჩვენი პროექტისათვის შევქმენით შეფასების რუბრიკა; გავეცანით შეფასებების სისტემაში თუ  რა არის შეფასების ხვედრითი წონა, რაც საშუალებას მოგვცემს  პროექტებზე მუშაობის დროს გავაკეთოთ ობიექტური შეფასებები.
ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოვარგეთეთ პროექტს, ეს საშუალებას მოგვცემს  ობიექტურად მოვახდინოთ ყველა მოსწავლის შეფასება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ სპეციალური საჭიროების მქონე  მოსწავლეებისათვის სკალფოლდინგის მეტოდი, რაზედაც ვიმუშავებთ მომდევნო მეცადინეობაზე. 

Sonntag, 22. Februar 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დრეს ვიმუშავეთ პროცედურებზე, სავარაუდო ნაშრომებში ვნახეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ავტვირთეთ და დავდეთ ბლოგზე.   ვაგრძელებთ  პროცედურებზე მუშაობას.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



Samstag, 21. Februar 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

გავეცანით საავტორო უფლებებს, თუ როგორ ხდება დელეგირება, ეს  კი დაგვეხმარება მუშაობის პროცესში რომ არ დავუშვათ შეცდომები. გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. გადმოვიტანეთ ვიდეოები ბლოგზე, რაც  ძალიან საინტერესოა და უკეთესად შეგვეძლება ჩვენი სამუშაოს უფრო კარგად წარმოჩენა.  დავიწყე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია